ისრაელში კორონავირუსის ახალმა შტამმა იფეთქა    

მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანების მაღალი მაჩვენებლისა, ისრაელში ვირუსის „დელტა“ სახეობამ იფეთქა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისევ რეგულაციები აამოქმედა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა.

ბოლო 24 საათში, ისრაელში, კორონავირუსის „დელტა ვარიანტით“ 170-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ხელისუფლება მოსახლეობას მიმართავს, საერთაშორისო მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

გამორიცხული არ არის, ისრაელმა საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ვირუსის გავრცელება კი იმ ფონზე ხდება, რომ მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა აცრილია.  

მსგავსი თემები