პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ოფიციალურად დღეს დაასრულებს. საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება. დღეს პარლამენტში საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენაც მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მთავრობის საქმიანობას ეხება. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიანი დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და სრულად ასახავს იმ მიღწევებს, რაც მთავრობამ განახორციელა.

მმართველი გუნდი საპარლამენტო საქმიანობას დადებითად აფასებს და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ  საგაზაფხულო სესია ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით სრულდება.

მუშაობის დასრულების მიუხედავად, ზაფხულის პერიოდში, დეპუტატებს, რიგგარეშე სესიის ფორმატში რამდენჯერმე მოუწევთ შეხვედრა.  

მსგავსი თემები