„ერი“ ადასტურებს, რომ ლევა ვასაძე თურქეთის კლინიკაში იმყოფება

საზოგადოებრივ მოძრაობაში – „ერთობა, რაობა, იმედი“ ოფიციალურად  ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში, ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და ის გამოკვლევებისთვის სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა.

„მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება. „ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები