ანა დოლიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 35 თეთრი გაუგზავნა

ლიბერთი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, ანა დოლიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია გამართა. 

ანა დოლიძე საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვს. მისი თქმით, პასუხისმგებელი უწყება უმოქმედოა და საკითხის გადასაწყვეტად არაფერს აკეთებს. 

“პარტია ხალხისთვის” ლიდერმა, პროტესტის ნიშნად, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, სიმბოლურად 35 თეთრი გაუგზავნა.

“საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად, არაფერს არ აკეთებს პირდაპირ პასუხისმგებელი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. 35 თეთრი მოვუტანე ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ გაყიდული აქვს სახალხო ინტერესი, ყველაზე მოწყვლადი ფენის, ჩვენი უფროსი თანამოქალაქეების ინტერესები, მონოპოლისტური ბანკის ინტერესის სასარგებლოდ. ჩვენ შევძლებთ, რომ ნაბიჯები გადავადგმევინოთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეები მსგავსი ძარცვისგან,” – აცხადებს პარტიის “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე.

მსგავსი თემები