ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.
ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) დასკვნით, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება 12-დან 15 წლამდე მაღალი რისკის ჯგუფის და სხვა პრიორიტეტული კატეგორიის ბავშვებში შესაძლებელია.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაშვებისა, საჭიროა კიდევ დამატებითი კვლევების წარმოება, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ მათი ვაქცინაცია არ არის ისეთი სასწრაფო, როგორც ხანდაზმულების, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების და სამედიცინო პერსონალის.