პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ის ამერიკაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
„ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.