“ოპოზიციის მხრიდან მქონდა აქტიურობის უფრო მეტი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ვხედავთ ცარიელ სკამებს” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა შემაჯამებელ სიტყვაში, სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციის არყოფნის გამო წუხილი გამოთქვა. „ოპოზიციის მხრიდან მქონდა აქტიურობის უფრო მეტი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ვხედავთ ცარიელ სკამებს“.

სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელ გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს კონსტრუქციული საკომიტეტო მოსმენისთვის.

„ჩვენ ვგრძნობდით კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მხარდაჭერას რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით. მივესალმებით, ასევე, რომ გაიზარდა სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი. იმედი მაქვს, შესრულების მაჩვენებელშიც გვექნება ზრდა“ , – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში სახალხო დაცველის ანგარიშიც მოსმენა გაიმართა.

მსგავსი თემები