შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
შს მინისტრის თქმით, ესებუას დასაკავებლად მუშაობა გრძელდება.
“ვმუშაობთ, მნიშნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა. იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხვალ ეს მოხდება. სახუმარო თემა ნამდვილად არ არის.
მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე ძალიან უნდა მისი დაკავება. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან “ვმალავ”, ვმუშაობთ თემაზე და ხაზს ვუსვამ, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში. მას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.