კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას! – მეუფე სპირიდონმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების და სხვა ოპოზიციონერების ზიარება აკრძალა

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა(აბულაძე) სამღვდელოებას 15-მდე ოპოზიციური პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა.

აკრძალვის მიზეზი, პარტიების მიერ დადებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ისინი ლგბტქ თემის უფლებებს დაიცავენ.

„არ შეიძლება მათი ზიარება, რადგან ჰომოსექსუალიზმი მათი რელიგიაა დღეს, სატანის რელიგია და მათი მხარდამჭერები არიან, სატანის მხარდამჭერები, ამიტომ მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩემ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ. უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და სინანულის შემდეგ შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მსგავსი თემები