“საქართველოს და უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს და უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„ჩემი მესამე შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. საქართველოს და უკრაინას, როგორც ორ ახლო მეგობარს და პარტნიორს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ხედვა აერთიანებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები