“ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით, ვცდილობთ, ვითარების გადასაწყვეტად ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ” – კარლ ჰარცელი

ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ჰუმანიტარული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი სატელეფონო ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს “, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები