კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 773 პირს დაუდასტურდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები