საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 211 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 773 პირს დაუდასტურდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 22 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.