საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულოდ რჩება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.
დღეიდან ღია სივრცეებში პიბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
„ცხადია პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს ცხადია ეს პირბადე უნდა ატაროს, ლოგიკურია. ხოლო დახურული სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადი ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.