„საქართველო “გაწითლდა” და თაობაც გაწითლდა, მაშინაც “სამკურნალო” ვიყავით და ახლაც “სამკურნალო”ვართ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„რუსებმა რაღაც საიტი შექმნეს – “память народа”. სახელი და გვარის მიხედვით იპოვნით თუ ვინ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში თქვენი ახლობლებიდან,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ომში გაწვეულების მონაცემებიდან, იყო ის, რომ 20-25%-ს უწერია წითელარმიელი – “красноармеец”.

„მეც ვიპოვნე ცხონებული პაპაჩემი – დიმიტრი ოქრუაშვილი. ომის მონაწილე რომ იყო ისედაც ვიცოდი, მაგრამ გავიგე, რომ “სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით” ყოფილა დაჯილდოვებული. ვიამაყე და გამიხარდა, მაგრამ სხვა რამემ გადამავიწყა პაპაჩემზე ფიქრი.

მთავარი, რამაც ყურადღება მიიპყრო, ომში გაწვეულების მონაცემებიდან, იყო ის, რომ 20-25%-ს უწერია წითელარმიელი – “красноармеец”.

მათი, თითქმის 90% დაბადებულია 1890-იან წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ წითელარმიელები – “красноармеец” გახდნენ 1921 წლის, საქართველოს ოკუპაციის და გასაბჭოების, შემდეგ 21-28 წლის ასაკში.

საქართველო “გაწითლდა” და თაობაც გაწითლდა, მაშინაც “სამკურნალო” ვიყავით და ახლაც “სამკურნალო”ვართ,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები