„რიონის ხეობის მცველები“ პროტესტს ისევ გუმათში გააგრელებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, კარვების გასაშლელად,  ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული კონკრეტული ადგილები დაათვალიერეს და დაიწუნეს კიდეც. მათი არგუმენტით, შეთავაზებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია კარვების განთავსება და პროტესტის გაგრძელება.

„რიონის ხეობის მცველებს” დღეს 13 ლოკაცია დათვალიერებინეს.  პროტესტის მონაწილეები აქციის გაგრძელებას ისევ სოფელ ნამახვანში გეგმავენ. ხელისუფლების პოზიციით კი, აღნიშნული ტერიტორია კომპანია „ენკას“  საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა. შალამბერიძის თქმით,  სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად ალტერნატიული არაერთი ლოკაცია შესთავაზა.

მსგავსი თემები