მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ მმართველს, მეუფე სპირიდონს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მას ყველასგან მადლობა ეკუთვნის იმ საქმისთვის, რასაც ბავშვებისთვის აკეთებდა.
„ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც მან ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტია ასეთ ბავშვებს უვლიდა“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე შეფასებით, ხარვეზებს გამოსწორება უნდა და არა ხმაური და რისხვა.
„ხარვეზები რომ იქნეს გამოვლენილი, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან გავაკეთებთ ყველაფერს უკეთ, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე. თუ შემოწმება დაიწყება, უნდა შემოწმდეს ყველაფერი. ჩემს ეპარქიაში, ჩემს სასწავლებლებში არის დარღვევები და თუ ვინმე მომეხმარება ამ დარღვევების გამოვლინებაში, სიამოვნებით გამოვასწორებ ამას დიდი სიხარულით. სინოდის კრება როდის იქნება ჯერ სავარაუდოდ არავინ იცის, ამის შესახებ უწმინდესი ბრძანებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.