“კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო” – მას შემდეგ, რაც ცოლი გაგუდა, ბერძენმა მფრინავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა

საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე, რომლის თავდაპირველ ვერსიაში საქართველოს მოქალაქეც ფიგურირებდა, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბერძენი პილოტი, რომელიც ცოლის მკვლელობაში სხვებს ადანაშაულებდა, 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

მფრინავი, რომელმაც ცოლის მკვლელობა მოგვიანებით აღიარა, გოგონას დაღუპვას საჯაროდ გლოვობდა – მას შემდეგ, რაც 20 წლის კეროლაინ კრაუჩი გაგუდა, “ინსტაგრამზე” ქორწილის ფოტო განათავსა, წარწერით “სამუდამოდ ერთად. კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო”.  

მსგავსი თემები