2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ, ერთ – ერთი პირველი დაკავებული, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე იყო.
კოშაძე პოლიციამ 2019 წლის 17 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. კოშაძის დაკავების შემდეგ, დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილიც.
2020 წლის 5 მარტს, კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და კოშაძეს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა კობა კოშაძეს იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარებას ედავებოდა.