“საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა” – შალვა ნათელაშვილი აფხაზეთის სოფელ აიბღას ანექსიაზე

რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ანექსიაზე საუბრობს “ლეიბორისტული” პარტია. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ოკუპანტმა სახელმწიფომ სოფელში უკვე დანიშნა გამგებელი, გაყვანილია გზებიც. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია.

შალვა ნათელაშვილი პარლამეტში მომავალი კვირიდან საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას მოითხოვს.

“ანექსიის ახალი ეტაპი, რომელიც ამ დღეებში შეეხო აფხაზეთში განთავსებულ ქართულ სოფელ აიბღას, იქ მოსკოვმა დანიშნა გამგებელი, გაიყვანა ელექტროხაზები, გაიყვანა გზები. მე მოვითხოვ საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე იქნეს გამოძახებული საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, ხოლო ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთაშორისო დონეზე,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა

მსგავსი თემები