რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს – “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივა 

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ, დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივას  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დასჯადობასთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა, იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს.

როგორც კანონპროექტის განხილვისას ითქვა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განმარტა, ის იზიარებს პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ საჭიროა პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელშიც მკაფიოდ იქნება განმარტებული, თუ რა ქმედება შეიძლება შეფასდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას იდეის დონეზე იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დამუშავდება.

 

მსგავსი თემები