საქართველოში „ინდური შტამის“ 18 შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, არსებული რეგულაციების გაუქმება არ იგეგმება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში. ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია, პირბადე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში „ინდური შტამის“ 18 შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი თემები