„ფეისბუქის“ უსაფრთხოების სისტემაში ბოროტმოქმედებმა შეაღწიეს

„ფეისბუქის“ 50 მილიონამდე მომხმარებელი საფრთხეშია.  მათ პირად პროფილში  ბოროტმოქმედებმა  შეაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი „აქაუნთების“ გაკონტროლება თავისუფლად შეუძლიათ.

„ჩვენმა გუნდმა  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩინა, რომელიც 50 მილიონამდე პროფილს შეეხო.  ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუქის“ კოდის დაუცველობით, რამაც გავლენა იქონია ფუნქციაზე „ჩემი პროფილის ნახვაზე. მათ საშუალება მიეცათ, მოეპარათ წვდომის მარკერები, რომლებიც ადამიანთა „აქაუნთების“ გასაკონტროლებლად გამოიყენეს“ – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია. საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.

მომხდარის გამო „ფეისბუქის“ ფუნქცია „ჩემი პროფილის ნახვა“ დროებით გათიშულია. ამ ეტაპისთვის დაუდგენელია,  რომელ ინფორმაციაში შეაღწიეს ბოროტმოქმედებმა მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენეს თუ არა სათავისოდ.

 

მსგავსი თემები