აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებს  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გაუხსნეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ამჯერად მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

„სომხური მხარე მიზანმიმართულად ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს. ეს კი ხდევა არჩევნებამდე. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი თემები