ყველაზე მაღალანაზღაურებადი სსიპ-ები დაასახელეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროების დაქვემდებარებული ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) დაასახელა, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებადად ითვლებია. ყველაზე მაღალი ანაზღაურება, თვეში 8 900 ლარი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს, ოდნავ ნაკლები, 8 500 ლარი აქვს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 7 500 ლარია. 7 300 ლარი აქვს ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს.

სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 7 000 ლარია. ამდენივეს იღებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელიც.

„წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე არსებული არასრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი თემები