„ციხეში ნამყოფი კაცი ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით?“ – მელია ზარქუას

პარლამენტში ნიკანორ მელიას სიტყვით გამოსვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირიპირება მოჰყვა. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ, ნიკანორ მელიას სიტყვით გამოსვლისას, ტრიბუნასთან ბოთლით წყალი მიუტანა, რამაც მელიას გაღიზიანება გამოიწვია.   

„ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, – ასე უპასუხა მელიამ ირაკლი ზარქუას ქმედებას.

მისივე შეფასებით, ირაკლი ზარქუა საქართველოს პარლამენტის ტრაგიკული მოვლენაა.

„ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში.  რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება“ –  განაცხადა მელიამ.

მელიას განცხადებებს არც ირაკლი ზარქუა გამორჩა და განაცხადა რომ ის არაკაცურად იქცევა და მისგან გმირი ვერასდროს დადგება.    

მსგავსი თემები