რაგბის კავშირში ისევ დაპირისპირებაა – “ბორჯღალოსნები” “მედიაცენტრ მთავარში”

“კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ. არის სხვადსხვა საკითხები, უშუალოდ იურიდიულ ნაწილშიც გავივლით იურისტებთან, ” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბეებმა განაცხადეს.

რატომ არ ხვდება რაგბის კავშირის თავმჯდომარე სოსო ტყემალაძე კლუბებს, რომლებმაც არჩევნებში მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. დღეს მორაგბეებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ამ საკითხზე ისაუბრეს.

კლუბების წარმომადგენლებს გარკვეული შეკითხვები აქვთ რაგბის კავშირის ხელმძღვანელთან სპორტული მიმართულებით.

“კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ. არის სხვადსხვა საკითხები, უშუალოდ იურიდიულ ნაწილშიც გავივლით იურისტებთან, რა ბერკეტები გვაქვს. ასევე, მთლიანი ძალა მაინც მორაგბეების ნაწილია და ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ არეულობა არ გვინდა, პირიქით, მოვილაპარაკოთ, დასხდეთ და რაც უკეთესი იქნება ქართული რაგბისთვის, ის გადაწყვეტილებები მივიღოთ,“ – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ ლევან ობოლაძემ “მედიცანეტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები