“თუ ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება დოკუმენტის უხეში დარღვევა” – ანრი ოხანაშვილი

  •  

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი პროექტი ამნისტიის შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს პასუხობს და სრულად შეესაბამება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი პოლიტიკური დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებაა. 

“ამნისტიის კანონპროექტი  არის პოლიტიკური დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება, რისი ერთგულიც ჩვენ ვრჩებით. ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირებულია, სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს და თუ ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება ამ დოკუმენტის პირდაპირი და უხეში დარღვევა,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობაში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებსაც უპასუხეს, რომელიც გადადებულ სხდომას უკავშირდება. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მათ რეგლამენტის ცოდნა დაუწუნა.

“ჩვენ ვართ მზად ღია ნებისმიერ ფორმატში კონსულტაციებისთვის ამნისტიასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პრინციპი, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩადო, რაც შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩებმა განმეორებით განმარტეს, რომ ამნისტია საჭიროა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და 20 ივნისის მოვლენების პოლიტიკურად გადაფურცვლისთვის, ეს პრინციპი უნდა იქნეს გათვალისწინებული. როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს რეგლამენტის სწავლა. თუ არ ვცდები, მინიმუმ საათ-ნახევარი მიმდინარეობდა დებატები საქართველოს პარლამენტში. მათ არ ვიცი ჩაეძინათ თუ 12-ის ნაცვლად 15:00 საათზე რატომ მოვიდნენ, ესეც უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. ავტორი: მარიამ შანშიაშვილინახე ავტორის სხვა რეპორტაჟებიმისწერე წერილი ჟურნალისტს

მსგავსი თემები