„ვაძლიერებთ ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნის, რუსეთის კლუბებს და ჩვენ ვსუსტდებით“ – „ბორჯღალოსნები“  „მედიაცენტრ მთავარში“

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ დაიწყო გადინება მოთამაშეების რუსეთში, რუსეთში წავიდნენ საუკეთესო მოთამაშეები და შიდა კლუბები დასუსტდა“  – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ პალიკო ჯიმშელაძემ განაცხადა.

მორაგბეები ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა შიდა კლუბები დაასუსტა, მათივე ინფორმაციით გაურკვეველია დაფინანსების საკითხი:

„ფრანჩაიზში“  კიდევ უნდა წავიდეს 36 – 40 კაცი, ესეც შიდა ჩემპიონატს გამოაკლდება და ბოლოს დარჩება 3 – 4 კლუბი, შენი მოწინააღმდეგის ქვეყანას აძლიერებ და შენ სუსტები, ფაქტია, რომ მათი ჩემპიონატი ჩვენი ბიჭებით უფრო გაძლიერდა, აქედან დამატებით 10 წელი ვიყავი შვიდკაცა ნაკრების წევრი, შვიდკაცა ოლიმპიური სპორტია და მოთამაშეების რესურსის პრობლემა იყო ყველაზე დიდი, ჩვენ ველოდებით შეხვედრას, მაგრამ ეს არ ხდება, შიდა ჩემპიონატის ხელოვნური დასუსტება ხდება .

„ფრანჩაიზში“ ის ბიჭები ვერ მოგვყავს, ვინც რუსეთში თამაშობს, ოფიციალურად ასევე არ ვიცით კლუბებს რამდენი ექნებათ თანხა,“ – განაცხადა პალიკო ჯიმშელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები