„გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ – მამუკა ბახტაძე რუსეთს მიმართავს

„შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას გაეროს ტრიბუნიდან.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე აღნიშნა, რუსეთის მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ დრომდე არ ჯდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. მითუმეტეს მაშინ, როცა მას ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები