პარლამენტთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას გააპროტესტებენ

პარლამენტის შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდი თვის დაგვიანებით პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.

აქციაზე აღნიშნავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და მათ ექნებათ შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რატომ არ შევიდნენ შვიდი თვის განმავლობაში პარლამნეტში, ასევე რატომ ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები