ოფენბახში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

გერმანიაში, ქალაქ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ექსპონატებს შორის არის სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანის კუთვნილი XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი შტეფან შოლტეკი. გამოფენის მზადების პროცესი, ირაკლი ზამბახიძის ფოტოები.

მსგავსი თემები