საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 934-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 307 პირს დაუდასტურდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა, 1 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები