უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მან, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დენის შმიგალი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ ფორმატში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრა ასევე გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომლის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.

მსგავსი თემები