მივმართავთ შს სამინისტროს – საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე განცხადებას ავრცელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები. 

“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას,” – წერია განცხადებაში. 

მსგავსი თემები