ნინოწმინდის ბავშვთა დახურული თავშესაფარს შესაძლოა სალიცენზიო პირობები ჰქონდეს დარღვეული

რამდენად კანონიერია ნინოწმინდის პანსიონის ფუნქციონირება – ბავშვთა დახურული თავშესაფარს შესაძლოა სალიცენზიო პირობები ჰქონდეს დარღვეული, საუბარია მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდზე. პარალელურად სამოქალაქო სექტორი და ომბუდსმენი მძიმე შემთხვევებზე საუბრობენ და ბავშვთა პანსიონატში დაშვებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ.

“ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება არის პირდაპირი დარღვევა. რომ გავიაზროთ, ეს ნიშნავს, რომ 50 ბავშვი სახელმწიფოს უნებართვოდ აიყვანო და ჩაკეტო. ეს არის პირდაპირი დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულამდეც შეიძლება მივიდეთ.

მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურა, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ყველა უწყება პასიურია, რაც თავისთავად მათ უკვე დამრღვევად ხდის,” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

მსგავსი თემები