“სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილოიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, ჩვენ თუ შევადარებთ მე-2 ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, დაახლოებით 1,000 ინფიცირებულიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზია საჭირო.

„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.

მსგავსი თემები