“ნამახვანჰესის” ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

“ნამახვანჰესის” ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს, რომელიც სოფელ საყულიეში დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

ირაკლი მუკბანიანს პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და მასზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ბრალდებულის ადვოკატი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობს.

მისივე მტკიცებით, დაკავების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

მსგავსი თემები