თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში წასვლა სურთ, განახლებულ ინფორმაციას უზიარებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.

მსგავსი თემები