ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს ჩააბარებს. კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 12:00 საათზე ელოდებიან.

დეპუტატები აპირებენ შეკითხვები დასვან ამჟამად ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდება ეროვნული ვალუტის კურსსა და ფასების ზრდაზე.

ეროვნული ბანკის ანგარიშის გარდა კანონმდებლები საკომიტეტო სხდომაზე კიდევ 10 საკითხს განიხილავენ – მათ შორის შეფასდება მიმდინარე წლის სამი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება.

მსგავსი თემები