ზესტაფონში ველომარათონი გაიმართა

ზესტაფოტნის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ორგანიზებით, 24 აპრილს, ქალაქ ზესტაფონში, სამოყვარულო ველომარათონი მოეწყო. მარათონი ველოსიპედის საერთაშორისო დღეს და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიეძღვნა.

როგორც “მთავარს” ზესტაფონის მერმა, კახა მახათაძემ განუცხადა, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა საჭირო და აუცილებელია, ამიტომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს.

ველორბოლაში თავად ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. მარათონში ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები, მოყვარული და პროფესიონალი ველომრბოლელები და ყველა დაინტერესებული პირი.

მონაწილეებმა მ. ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ვ. წერეთლის სკვერიდან მ. სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრამდე მანძილი დაფარეს. მარათონის დასასრულს კი სპორტის სასახლის დარბაზში  სანაპიროზე, ერთკილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტების, ორმიმართულებიანი ველობილიკის მოწყობის იდეის პრეზენტაცია გაიმართა.

 

მსგავსი თემები