“ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ რეგიონიდან მოსახლეობის გადინება შეჩერდეს” – შალვა კერესელიძე 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძის განცხადებით, რეგიონიდან მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად საჭიროა გაუმჯობესდეს ადგილობრივების ცხოვრების დონე, მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, კომუნალური მომსახურებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

როგორც გუბერნატორი აცხადებს, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია და  კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

შალვა კერესელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების დეტალური ანგარიში მოისმინა. ასევე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და მხარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული აქცენტი იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლების განხორციელებაც რეგიონიდან მიგრაციული პროცესის შეჩერებას ხელს შეუწყობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პირობები შევქმნათ, რომელიც ადგილობრივების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს და რეგიონიდან მოსახლეობის გადინებას ხელს შეუშლის. ამ მიზნის მისაღწევად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ფაქტორებია საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურებების კიდევ უფრო გაუმჯობესება, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოწესრიგება. გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია და ჩვენი ერთობლივი მუშაობით, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის და ყველა იმ ბერკეტის გამოყენებისთვის, რომელიც ჩვენს ხელთაა,“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული პროექტების განხორციელების დროს, განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას უნდა დაეთმოს. ამისთვის, მონიტორინგის პროცესში აქტიურად იქნება იქნება ჩართული მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

უწყებათაშორისი კომისია თვეში ერთხელ იკრიბება.

 

მსგავსი თემები