რიონის ხეობაში კარვები გაიშალა, პროტესტი გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ. ისინი კომპანია „ენკას“ თანამშრომლების გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ და ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა კარავი სოფელ სორმონშიც გაშალეს, რომ კომპანიის თანამშრომლები ხეობაში ამ გზით არ შესულიყვნენ.

„კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის „მწვანე ყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეჰყავდათ ალბათ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი თემები