მძიმე პაციენტების რაოდენობა 881-ია

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 397-ს შეადგენს. აქედან  3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 071, აჭარაში – 394, იმერეთში – 489. 

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 17, იმერეთში – 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 6.

სულ,  6 ოქტომბრიდან – 29 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 796 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 546 პირი, აჭარაში – 2 295, იმერეთში – 1 536.

მსგავსი თემები