„არ მეშინია არაფერზე საუბრის, რადიკალებთან არ ვთანამშრომლობთ“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხებს არ გაურბის და აცხადებს, რომ მას არაფრის ეშინია.

როგორც  პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა პარტიის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მისი მიზანია რადიკალიზმის დასრულება და ამ მიმართულების ძალებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია. როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას, მისი პოზიცია შემდეგია: „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი…  არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ“.

მსგავსი თემები