სკოლებში ვირუსის მაჩვენებელი შემცირებულია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში  ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის ბოლო 2 კვირას მოსწავლეები სკოლებში დაასრულებენ.

„22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129. ვირუსის გამოვლინების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები