მძიმე პაციენტების რაოდენობა 887-ია

ქვეყანაში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 073, აჭარაში – 389, იმერეთში – 492. 

მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 96, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 16, იმერეთში – 16. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 287- აჭარაში. 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 11.

სულ  6 ოქტომბრიდან – 28 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 786 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 872 პირი, აჭარაში – 2 241, იმერეთში – 1 524.

მსგავსი თემები