12-15 წლის მოზარდებში „ფაიზერის“ ვაქცინა დასაშვებია

ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისთვის 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის „ფაიზერით“ აცრა დასაშვებია. აღნიშნული ვაქცინის მოზარდებში გამოყენების ნებართვა „ევროპის წამლის სააგენტომ“ დაამტკიცა.

ვაქცინა მოზარდებშიც ორჯერადად კეთდება და ვაქცინაციას შორის პერიოდი 3 კვირაა.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში ჩატარდა. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დაფიქსირდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობას ნიშნავს.

სააგენტოში ასევე განმარტავენ, რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ვაქცინას. ეს არის, ტკივილი ნანემსარ ადგილას, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე.

მსგავსი თემები