“კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და ვუჰანის შტამებს. 

“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის  შტამის.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული მუშაობს ამ შტამებს წინააღმდეგ, ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესდაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,”- ამბობს იმნაძე.

მსგავსი თემები