აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს 10 მაისს დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა მეშვიდე დღეს.

განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები